|
2015-03-13 17:43:07, 286 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციური ძალის ქმედებებს ფარისევლურს უწოდებს
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციური ძალის ქმედებებს ფარისევლურს უწოდებს და მათ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „მართლა გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენს ოპოზიციურ ძალებშია ატეხილი. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით, რეალურად განიცდიან იმ ყოფას, რომელიც საქართველოშია დღეს, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს რეალურად განიცდიან, მინდა მივმართო, შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ პარლამენტში ცივილურ ფორმატში საკომიტეტო მოსმენა შედგა. ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები და ყველა კითხვას უპასუხეს. ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გასული წელი პოზიტიური იყო, მაგრამ წელს, ვინაიდან მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა, ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა და ამ პატარა ქვეყნიდან მიერთებული ვართ მსოფლიო ეკონომიკასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რასაც ისინი აკეთებენ. ჯერ სხდომა მოითხოვეს, შემდეგ ორჯერ დანიშნეს, თუ ვერ დანიშნეს ეს სხდომა, ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა, ჩვეულებრივი ფარისევლობა, არ არიან დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ბედით. მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება. ეკონომიკას სჭირდება მშვიდი გარემო, რეალური ქმედება და არა აჟიოტაჟი, გაუგებარი ყვირილი. მოსახლეობას ყვირილის მოსმენა არ სჭირდება, მათ სჭირდებათ გაიგონ რას აკეთებს მთავრობა. მოგიწოდებთ ყველას, არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ჩართულები ხართ ამ ქაოსში და ქმნით რეალურ ქაოსს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი რეალური მოწოდება და გთხოვთ, ვინც ხართ დაინტერესებული რეალურად გაიგოთ რას აკეთებს მთავრობა, ამ სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)