07:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 17:08:01, 453 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: საქმით მტკიცდება, ვინ ვის დაკრულზე დადის

პარლამენტის „თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის“  თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად არ ჩავიდა. 

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ „მასკარადებში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. 

„ძალიან მარტივია კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ ჩავედი ქუთაისში. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ აპოკალიფსური სცენარების დამქაშების ასე ვთქვათ მასკარადებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდი. გუშინ იყო საკომიტეტო მოსმენა, რომელიც 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ღირებული კითხვა არ დაუსვამს და ერთმანეთის კითხვების გამეორებით იყვნენ დაკავებულები. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. კითხვები მაინც ჩამოეწერათ და დაეტოვებინათ მინისტრებისთვის. ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობრები, „თავისუფალი დემოკრატები“ იგივენაირად აცხადებენ, რომ ნაციონალური ოცნება  არ ჩავიდა და საქმეში მტკიცდება, ვინ ვის დაკრულზე დადის. ჩვენ  ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან მთავარი მოვისმინეთ, რომ მთავრობამ ბიზნესის ხელშესაწყობად სერიოზული ნაბიჯები გადადგა, სერიოზული გეგმებია, სერიოზულ ინვესტიციებს ველოდებით და დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს გარემო არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს. დარწმუნებულები  ვართ, არა თუ ამ კრიზისიდან გამოვალთ, სერიოზული მიღწევები გვექნება“, – აღნიშნა სესიაშვილმა. 

ცნობისთვის, ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ იყო ჩანიშნული, არ გაიმართა. 

სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. 

იმისათვის, რომ ქვორუმი შემდგარიყო, სხდომაზე 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო. თუმცა ქუთაისის პარლამენტში მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები მივიდნენ. უმრავლესობიდან კი, ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური იყო წარმოდგენილი, რომელსაც სხდომა პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა.  პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 სათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა განეხილათ. 

რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც არ გამოთქვეს.  როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, გუშინ განაცხადეს, მათ პარლამენტს საკუთარი ხედვები უკვე წარუდგინეს.  ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ საკომიტეტო სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics