|
2016-09-23 17:28:15, 674 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ სამეთაურო კურსი დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ სამეთაურო კურსი დასრულდა. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოკოვნიკმა გიორგი მელითაურმა კურსდამთავრებულებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და კურსის ხელმძღვანელებთან ერთად სერტიფიკატები გადასცა. სამეთაურო კურსი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ეროვნული გვარდიის თხუთმეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. კურსის მიზანი ლიდერის უნარ-ჩვევების, გუნდური მუშაობის და ჯგუფის მართვის პრინციპების გაუმჯობესებას წარმოადგენდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, ესტონეთის თავდაცვის ლიგის და დანიის შიდა გვარდიის თანამშრომლობის ფარგლებში, სამეთაურო კურსი სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ მესამედ ჩატარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)