18:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:48:30, 785 ნახვა

რეგიონი
ე.წ მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან არასრულწლოვანი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სოფელ სობისის მკვიდრი, 17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილი გაიტაცეს.

ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ის სოფელ ბერშუეთის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც დააკავეს. მათივე თქმით, გოგიჩაიშვილი ოკუპანტებმა ოსურ სოფელ წინაგარაში რუსულ სამხედრო ბაზაზეა გადაიყვანეს.

ინფორმაცია დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ, ოჯახის წევრებს ტელეფონით თავად ოკუპანტებმა მიაწოდეს.

ამ დროისთვის კი არასრულწლოვანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ჯარიმის თაობაზე ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics