|
2015-03-10 09:31:04, 332 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას აპრილის პირველ კვირაში გეგმავს
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება. „თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას. გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)