|
2016-08-24 18:00:40, 1814 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მიანმარში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და ინდოეთშიც იგრძნობოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიანმარის ქალაქ ჩაუდანში, 25 კილომეტრში მდებარეობდა. ხელისუფლებას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, სააგენტო France Press-ი მაგუეს ოლქის პარლამენტის დეპუტატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი კი დაშავდა. ცნობისთვის, მიწისძვრა იგრძნობოდა უძველეს ქალაქ პაგანში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გავრეცლებული ცნობით, ქალაქში მდებარე რამდენიმე ისტორიული ნაგებობა დაზიანდა. ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინდოეთის ქალაქ კოლკატაში კი მიწისქვეშა ბიძგების გამო მეტროპოლიტენმა მუშაობა შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)