23:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 19:01:13, 2047 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ქართველი ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს (ვიდეო)

რუსეთში, კრასნოდარში ქართველ ბიზნესმენს 46 წლის მინდია გულუას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მედია საშუალების ინფომრაციით, გულუას საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლი გაუხნეს.

ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ინციდენტო გულუას საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან ავბტომობილით მიიმალა, რამდნიმე მანძლის გავლის შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.

როგორც მედია წერს, მინდია გულუა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

ცნობისთვის, გულუა რუსეთში რამდენიმე მსხილი კომპანიის თანაინვესტორი და აქციების მფლობელია, მათ შორის მის საკუთრებაშია "ბორჟომი ცენტრის" აქციების 61%-ი. 

ასევე, მინდია გულუა, პოლიტიკურ საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული. 2010 წლიდან ის საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველოს სახელით" ლიდერი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო გულუაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. 2006 წელს ბიზნესმენზე მსგავსი თავდასხმა განხორციელდა და მისი მანქანა ააფეთქეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics