23:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 16:30:06, 431 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ეკონომიკურ მდგომარეობის განხილვის მიზნით საკომიტეტო სხდომა გაიმართება


პარლამენტში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომის  ნაცვლად, საკომიტეტო მოსმენა  გაიმართება. 
ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 
მისივე თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ეკონომიკური კრიზისიდან დაღწევის გზებზე იმსჯელებენ, კომიტიტეტის წევრებს, კი მათთან კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. 
რაც შეეხება დროს, უსუფაშვილის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენა კვირის ბოლოს ჩატარდება. 
„საკომიტეტო მოსმენა, ეკონომიკური ბლოკის სამინსტროების მონაწილეობით ამ კვირის ბოლოს ჩატარდება, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას ფინანსური თვალსაზრისით. ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. ეს თემა ჩვენი მხრიდან მუდმივი ყურადღების ქვეშ არის და ამ კვირის ბოლოს საკომიტეტო მოსმენის რეჟიმშიც იქნება განხილული“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. 
ცნობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის განხილვის მიზნით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics