09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 13:15:34, 1563 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებისას 1 სამხედრო გარდაიცვალა, 3 პოლიციელი კი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებისას დაიღუპა 1 თურქი სამხედრო, 3 პოლიციელი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

ამასთან, როგორც მედია საშუალება წერს, შეტაკებისას მოკლულია “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ქალი მებრძოლიც. შეიარაღებული დაპირისპრება თუნჩელის პროვინციის ქალაქ ნაზიმიეში მიმდინარეობს. ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 21 აგვისტოს სანლიურფას პროვინციაში სამხედრო მანქანაზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 ჯარისკაცი, 4 კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, “ქურთისტანის მუშათა პარტიამ” ასევე პასუხისმგებლობა აიღო ქალაქ ელაზიგში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანის აფეთქებაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics