10:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 12:00:14, 1645 ნახვა

მსოფლიო
ერაყში, 1700 სამხედროს მკვლელობისთვის, 36 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ერაყში კემპ სფიჩერის ბაზაზე 1700 ახალწვეულის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 36 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ თიქრითის მახლობლად მდებარე ყოფილ ამერიკულ ბაზაზე სამხედროების მასობრივი მკვლელობა 2014 წელს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ჩაიდინეს. ბაზაზე თავდასხმისას ძირითადად შიიტი კადეტები მოკლეს. 2014 წელს ჯიჰადისტებმა სამხედროების მკვლელობის ფოტოები და ვიდეოკადრები გაავრცელეს. ბაზაზე თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ კი ერაყის სამთავრობო ძალებმა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.

როგორც მედია წერს, კემპ სფიჩერის ბაზაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის 36 მსჯავრდებული ნასირიის ციხეში ჩამოახრჩვეს. ყველა მათგანი ერაყის მოქალაქე იყო. მათ სიკვდილით დასჯა მიმდინარე წლის თებერვალში მიუსაჯეს. რამდენიმე მსჯავრდებული ამტკიცებდა, რომ მასობრივი მკვლელობის დღეს ისინი თიქრითის მიმდებარე რაიონში არ იმყოფებოდნენ. ზოგიერთი კი აცხდებდა, რომ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა წამების გზით აიძულეს.

კემპ სფიჩერის ბაზაზე ერაყელი სამხედრო მოსამსახურებიი იყვნენ. მას შემდეგ, რაც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ბაზას ალყა შემოარტყეს, კონტინგენტი იძულებული გახდა, ჯიჰადისტებს ჩაბარებოდა. ისლამისტებმა ტყვეებს შორის მყოფი შიიტები მიწაზე დააწვინეს და დახვრიტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics