08:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 11:40:50, 1637 ნახვა

მსოფლიო
ექსპერტები: ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი გახდეს

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის“ 50 გავლენიანი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ექსპერტების განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის შესაძლოა, „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი გახდეს“.

„დარწმუნებული ვართ, რომ ის შესაძლოა საშიში პრეზიდენტი იყოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

“რესპუბლიკელი” ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპს აკლია „ფასეულობები და გამოცდილება“, იმისათვის, რომ პრეზიდენტი იყოს.

მათივე ინფორმაციით, ისინი არჩევნებზე ტრამპს ხმას არ მისცემენ.

განცხადების ავტორებს შორის არიან აშშ-ის სხვადასხვა სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები, პრეზიდენტის ექს-მრჩევლები, ეროვნული უშიშროების სამსახურების ყოფილი ხელმძღვანელები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics