07:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 18:37:16, 385 ნახვა

პოლიტიკა
ხადური: ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი

"ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია“, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას.

"ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა პრეზიდენტს პირობა მისცეს, რომ მას ანტიკრიზისულ გეგმას 5 მარტამდე წარუდგენდნენ და ეს ვადა ისე ამოიწურა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრეზიდენტი აღარ გახსენებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics