12:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 13:51:23, 1394 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ენმ-ის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს (ვიდეო)

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიტიკური მოძრაობა "ჩვენი სამშობლოს" წევრებმა ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულმა მოძრაობის აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ფეთჰულა გიულენისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის ფიტულები დაწვეს.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ.

აქციაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics