05:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 13:20:39, 346 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან წვრთნების განხორციელება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მხრიდან სამხედრო წვრთნების განხორციელება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ეს კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან, რომელიც ახორციელებს სამხედრო წვრთნებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება საერთშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენი მიზანი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამას ეძღვნება ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირის და ნატო-ს დედაქალაქებში ვმართავთ. ეს ეხება პრემეირ-მინისტრის ვიზიტის დროს გაჟღერებულ საკითხებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაჟღერებულ ნატო-საქართველოს თემატიკას. ჩვენ ვცდილობთ, რომ დიპლომატიური გზებით მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის კონსოლიდაცია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics