00:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 12:58:08, 1649 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი: თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს

თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

იუნკერის თქმით, ევროკავშირში იმ ქვეყნის ადგილი არ არის, რომელშის სიკვდილით დასჯა არსებობს.

„თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ მასთან მოლაპარაკებებს, რადგან ევროკავშირში არ არის იმ ქვეყნის ადგილი, რომლის საკანონმდებლო არსენალში სიკვდილით დასჯა არსებობს“, - განაცხადა იუნკერმა.

მან ასევე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთში ამ დრომდე მასიური "წმენდა" მიმდინარეობს, ათობით ათასი ადამიანი დაკავებულია.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი და მთავრობა, სიკვდილით დასჯის კანონის შემოღებას განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics