22:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 10:39:02, 1822 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, მიუნხენში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა (ვიდეო)

მიუნხენში სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით კიდევ ერთი ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.

ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით, გარდაცვლილთა შორის შესაძლოა თავად თავდამსხმელი იყოს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცვეები თვითმხილველებს მოუწოდებენ, მთ ხელთ არსებული ყველა ფოტო და ვიდეო მიაწოდონ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უშიშროების საბჭოს სხდომას გამარტავს. შეხვედრაში მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი, ვიცეკანცლერი, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, განვითარებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მიიღებენ. მიუნხენში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მაზიერი ჩავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics