01:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 12:35:10, 335 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრემ უოტსონს შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პარტიათა  შორის  თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.

გრემ  უოტსონმა  საუბრისას აღნიშნა, რომ იზიარებს პრეზიდენტ მარგველაშვილის  შეხედულებას არსებული რეალობის შესახებ და პარტიათა შორის თანამშრომლობა უფრო უნდა გაძლიერდეს.  

ამასთან, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა. მხარეებმა  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics