19:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 09:22:38, 1370 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, - ამის შესახებ BBC ქვეყნის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან.

ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში 754 ადამიანი დააკავეს.

პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება. 

მან ასევე ბრძანება გასცა ჩამოაგდონ ის სამხედრო ლაინერი, რომელსაც აჯანყებულები იყენებენ.

გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამბოხებულმა სამხედროებმა მძევლად აიყვანეს. 

ჯერ უცნობია ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებულ სამხედროებს და რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორს. 

BBC-ის ინფორმაციით, სროლის ხმა მთავარ ქალაქებში პერიოდულად ისმის. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics