2016-07-15 02:47:49, 1511 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი
ნიცაში, საფრანგეთში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ FOX NEWS-ი იუწყება.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ და გარეთ ფოიერვერკების შოუს სანახავად იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა.
სატვირთოს მძღოლი ამ დროისთვის ლივკიდირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან