2016-06-27 12:10:09, 1350 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი: კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოსექსუალებს ბოდიში უნდა სთხოვოს
კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოსექსუალებს მათი შევიწროვების გამო, ბოდიში უნდა სთხოვოს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანსიცკმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ჰომოსექსუალებს და ასევე ყველა დაჩაგრულ ჯგუფს, ბოდიში უნდა მოუხადოს. მათ შორის ქალებს, ბავშვებს და ღარიბებს“, - განაცხადა ფრანსიცკმა
მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში და კულტურაში გეების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულებაა, თუმცა ეს ჰომოსექსუალების დისკრიმინაციის და მარგინალიზაციის საფუძველი არ არის.
„თუ გეი ღმერთის ძიებაშია, ვინ ვართ ჩვენ რომ ის განვსაჯოთ“, - განაცხადა ფრანცისკმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან