2016-06-08 22:03:31, 1286 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება
„ისლამური სახელმწიფო“ ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება.
ვიდეოს, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს, ნაჩვენებია ერაყის ქალაქ ნიმრუდში მდებარე ნაბუს ღვთაების სახელობის ტაძრის აფეთქება, რასაც მოსდევს ეგვიპტის პირამიდების კადრი.
როგორც „Daily Mail“ იუწყება, კადრებს თან ახლავს მუქარა ყველა უძველესი ღირსშესანიშნაობის აფეთქების შესახებ, რომელიც „ურწმუნოების“ მიერ არის აშენებული.
ცნობისთვის, ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან