14:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 13:21:24, 1240 ნახვა

მსოფლიო
კიევში ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები დონბასში არჩევნების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ

კიევში ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "112 უკრაინა" იუწყება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ლოზუნგით “ერის მოთხოვნა - არა კაპიტულაციას” მიმდინარეობს.

მსვლელობა “დედა სამშობლოს” მონუმენტიდან დაიწყო და უმაღლეს რადას შენობასტან დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებისთვის მოთხოვნების წარდგენას გეგმავენ.

მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს.

უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუგანსკში ოკუპირებულ ტერიტორიებე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობად დამკვირვებლების შეშვებასა და საზღვარზე კონტროლის აღდგენას აყენებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არ გამორიცხა, რომ დონბასში არჩევნები წლის ბოლომდე ჩატარდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics