|
2016-05-17 10:20:56, 1196 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი: “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში დაკავებული ტერიტორიების 45% დაკარგა
“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში დაკავებული ტერიტორიების 45 % დაკარგა, - ამის შესახებ BBC პენტაგონის ოგიციალურ წარმომადგენეზე, პიტერ კუკზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, სირიაში ტერორისტული დაჯგუფების დანაკარგი დაკავებული ტერიტორიის 16-დან 20%-მდე შეადგენს. საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეტ მაკგერკმა კი განაცხადა, რომ ჯიჰადისტებმა ნავთობით მდიდარი რაიონების უმეტესი ნაწილისადმი წვდომა დაკარგეს. ამავე დროს, მაკგერკის განაცხადებით, დაკეტილია “ისლამური სახელმწიფოს” დაფინანსების არხები. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სირიაში სამთავრობო ძალებსა და ზომიერ ოპოზიციას შორის შეტაკებების შეწყვეტის შედეგად ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებები უფრო წარმატებული გახდა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ვენაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის კრიზისი განიხილეს. როგორც მოსალოდნელია, დღეს აშშ-სა და რუსეთის ინიციატივებს სირიის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს წარუდგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)