02:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 10:55:38, 724 ნახვა

ეკონომიკა
ხადურის მტკიცებით, მთავრობა მუშაობს, რომ ლარის გაუფასურებამ ფასების ზრდა არ გამოიწვიოს

„ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა თანხვედრაში იყოს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე მტკიცებით, მთავრობა მუშაობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში ფასევბის ზრდა არ გამოიწვიოს.

„ეროვნულ ბანკთან ჩვენ სინქრონულად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობლივი მონეტალური და ფისკალური პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და არ დავუშვათ ის რომ ეს პროცესი ფასების ზრდაში გადაიზარდოს“, – აღნიშნა ხადურმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტა ერთი დღე ღამის განმავლობაში 33,5 %–ით გაუფასურდა.

„ყველა მეზობელ ქვეყანაში ვალუტა გაუფასურებულია, შეგახსენებთ ჩვენმა ერთ–ერთმა სავაჭრო პარტნიორმა აზერბაიჯანმა ერთი დღე ღამის განმავლობაში საკუთარი ვალუტა 33,5%–ით გააუფასურა“, – განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics