05:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:02:13, 1102 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს გენმდივნის 2016 წლის ანგარიშში საქართველოც მოხდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება, საქართველოც მოხვდა. 

ანგარიშში ნახსენებია „იდენტობის“ საქმე და ლგბტ საზოგადოების წევრების აქციაზე განვითარებული მოვლენები.

„ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ ვერ შეასრულა მოვალეობა დაეცვა დემონსტრანტები ძალადობისგან. საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შეძლეს ადეკვატურად დაეცვათ თავდასხმის მსხვერპლი ადამიანები აქციაზე, რომელიც ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებების დაცვის მიზნით გაიმართა“, - წერია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში. 

დოკუმენტში ასევე მოყვანილია „რუსთავი 2“-ის საქმე. 

„საქართველოში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი მაუწყებლის მესაკუთრესთან დაკავშირებით არსებული დავა დასრულდა იმით, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლა და დროებითი მმართველების დანიშვნა“, - აღნიშნულია ანგარიშში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics