20:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 18:54:21, 707 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძინ იენჩის შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე და საინტერესო სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ასევე ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან გაზრდილი ექსპორტის საკითხს, ქართული ღვინის პოპულარობასა და კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა, გააცნო რეგიონალურ ჭრილში ჩინეთთან უკვე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და კონსული ლი ხონგი. თანამშრომლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ ფაზაში 2015 წელს შევიდა. სწორედ აღნიშნულ წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის, აგრეთვე ბათუმის მერიასა და სინძიან უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩს შორის. მემორანდუმები ითვალისწინებს თანამშრმლობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს აჭარის რეგიონით დაინტერესნენ ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics