13:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 18:41:56, 754 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში ჩართული 32 სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე პირველობისთვის ორ სახეობაში - სპორტულ და ტაქტიკურ სროლებში ასპარეზობდა.

მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების (სპორტული სროლები) და ასპარეზობის დროის (ტაქტიკური სროლები) მიხედვით შეფასდნენ.

გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ.

სპორტულ სროლაში გუნდური პირველი ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა. მეორე ადგილზე სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფის ცენტრი, ხოლო მესამე ადგილზე I მსუბუქი ქვეითის ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სპეციალური ოპერაციების ძალებს ტურნირის თასი გადაეცა.

სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე, ტაქტიკური სროლის შეჯიბრში საპრიზო ადგილებზე გასული სამხედროები.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ორი საუკეთესო მსროლელი შეირჩა. შეჯიბრს სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics