02:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-31 21:56:07, 3657 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში ირანის ელჩთან და რუს დიპლომატებთან ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმის უკანონობა განიხილეს

პროკრემლისტური “ევრაზიის ინსტიტუტის” ცნობით, თბილისში კონფერენციაზე ირანის ელჩთან და რუს დიპლომატთან ერთად იმსჯელეს ირანზე “ამერიკულ-ისრაული თავდასხმის უკანონობაზე”.

ინსტიტუტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები და ჟურნალისტები, ხოლო ირანის ელჩმა ალი სეიედ მოჯანიმ მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. დისკუსიაზე განიხილეს ომის გავლენა საერთაშორისო სამართალსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ასევე ირანის წინააღმდეგობის მიზეზები და ჰუმანიტარული შედეგები.

მონაწილეების განცხადებით, ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები აქვს.

„როგორც ძირითადი დისკუსიის მონაწილეთა – პოლიტოლოგებსა და აღმოსავლეთმცოდნეებს, ისე დარბაზში მსხდომ მსმენელებს (საერთო ჯამში 50-მდე კაცი იყო შეკრებილი) ადგილი არ ჰქონია არანაირ აზრთა სხვადასხვაობას ირანზე ამერიკულ-ისრაული თავდასხმის უკანონობასთან და რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით.
მეტიც, ბევრ მათგანს არ დაუფარავს თავისი სამოქალაქო პოზიცია და ადამიანურად გამოუცხადა სოლიდარობა მშვიდობიან ირანელებს, რომლებიც ყოველდღიურ დანაკარგებს განიცდიან, როგორც ეს მოხდა მინაბში, ენით აუწერელი ტრაგედიის დროს, როდესაც დაიღუპა 165-მდე გოგონა, სკოლის მოსწავლე“, -  წერია პროკრემლისტური „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics