15:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 15:30:33, 699 ნახვა

რეგიონი
აჭარას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის იფნორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სასტუმრო „შერატონ ბათუმში" უცხოელი დიპლომატებისთვის მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია. სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics