12:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 16:21:41, 959 ნახვა

საზოგადოება
კავკასიის მედიცინის ცენტრი - ექიმების მოწვევასთან დაკავშირებით ალბათ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, – ამის შესახებ „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა, სოფო ასპანიძემ განაცხადა.

ასპანიძის თქმით, რეანიმატოლოგები აკვირდებიან სიტუაციას და ერთობლივად მოქმედებენ.

„პაციენტს საათობრივად უტარდება ანალიზები. ზოგადად, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ეს ანალიზები. მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა. ჰემოდინამიკა შენარჩუნებულია ისეთი, როგორიც იყო. ექიმების მოწვევასთან დაკავშირებით ალბათ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის“, – განაცხადა ასპანიძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მოგვიანებით, კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

მისივე თქმით, ილია II კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics