13:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 14:49:33, 1480 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთი ირანს, რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს, ყატარი პასუხით იმუქრება

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ირანის აგრესია და არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითისა და იორდანიის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა. სამინისტროს განცხადებაში ასევე გაფრთხილება გაკეთდა ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მუდმივი დარღვევის მძიმე შედეგების შესახებ.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, კატარი იტოვებს უფლებას, ირანის დარტყმებს თავდასხმის ხასიათის შესაბამისად უპასუხოს. სამინისტრომ ასევე დაგმო რეგიონის ქვეყნების დაბომბვა და მას „ეროვნული სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად და უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე პირდაპირ თავდასხმად“ უწოდა.

IRGC-ის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინას ბაჰრეინში, ბაზებს კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და „სამხედრო და სადაზვერვო ცენტრებს“ ისრაელში.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ირანის სარაკეტო და დრონებით თავდასხმები გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics