2026-02-10 13:39:43, 413 ნახვა
პოლიტიკა
სააგენტო: 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ქარბუქი
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.
"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)." - წერია სააგენტოს გაფრთხილებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,