08:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 11:01:35, 527 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრმა ივანიშვილს, კობახიძეს და მის „კომპანიას“ „მოსკოვური ქმნილებები“ უწოდა

ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა (გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „მოსკოვური ქმნილებები“ უწოდა.

მან განაცხადა, რომ ისინი საქართველოს „საბჭოთა საქართველოსკენ“ მიჰყავთ და ამიტომ უნდა დატოვონ ქვეყანა და უმრავლესობას ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გაგრძელების საშუალება მისცენ.

„ამ მოსკოვურმა ქმნილებებმა, ივანიშვილმა, კობახიძემ და კომპანიამ, უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მისცენ, გააგრძელონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ...“, - წერს ევროპარლამენტარი.

გალერმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტზე, რომელშიც ის წერდა:

„დაემორჩილეთ ჩვენს მითითებებს ან დატოვეთ ქვეყანა! ეს არის „ქართული ოცნების“ ახალი სლოგანი მოქალაქეებისთვის. რეპრესიული კანონები დაპატიმრებებისა და მუქარის ტალღებით იცვლება...“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics