16:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-21 12:29:39, 3135 ნახვა

სხვადასხვა
რატომ ატარებს ემანუელ მაკრონი მზის სათვალეს

საფრანგეთის პრეზიდენტი „ავიატორის“ სტილის მზის სათვალით დააფიქსირეს. სამშაბათს, 20 იანვარს, ემანუელ მაკრონს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო, მზის სათვალე ეკეთა. ჯერ კიდევ წინა კვირაში, შეიარაღებული ძალებისადმი საახალწლო მიმართვისას, სისხლჩაქცევის გამო, სახელმწიფოს მეთაურს მარჯვენა თვალი ჩაწითლებული ჰქონდა, რის გამოც მან ირონიულად ახსენა „ვეფხვის თვალი“ და „მტკიცე ნების ნიშანი“. ამით მან მინიშნება ჟორჟ კლემანსოზე, მეტსახელად „ვეფხვზე“ - ისტორიულ ფიგურაზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგული სიმტკიცის განსახიერებად მიიჩნეოდა.

„ბოდიშს გიხდით ჩემი თვალის არაესთეტიკური გარეგნობის გამო“, - განაცხადა მან მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისტრის (სამხრეთ საფრანგეთი) ავიაბაზაზე, რომელიც ბირთვული შეკავებისთვის გამოიყენება. „ეს სრულიად უმნიშვნელო რამ არის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ბაზაზე „ავიატორის“ სათვალით მივიდა. ელისეის სასახლის მთავარი ექიმის განმარტებით, თვალში მცირე სისხლძარღვი გასკდა, რაც მაკრონის ჯანმრთელობისთვის „სავსებით უსაფრთხოა“.

პარასკევს, ელისეის სასახლეში ახალი კალედონიის ინსტიტუციური მომავლისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ემანუელ მაკრონს კვლავ მოლურჯო მზის სათვალე ეკეთა. „გთხოვთ, მომიტევოთ ამ სათვალის ტარების გამო, რაც უმნიშვნელო პრობლემას უკავშირდება“, - გაიმეორა მან. გამოცემა „ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „იძულებული ვარ, გარკვეული დროით ვატარო ის. ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში ჩემი ატანა მოგიწევთ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics