20:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 22:09:59, 11823 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის აშშ-მა ICC-ის მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა

ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორი მოსამართლე დაასანქცირა, მათ შორის ქართველი - გოჩა ლორთქიფანიძე და ერდენებალსურენ დამდინი, მონღოლეთიდან. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დასანქცირებულმა მოსამართლეებმა - "პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა ICC-ის მცდელობებში, რომლებიც ისრაელის მოქალაქეების გამოძიებას, დაკავებას, დევნას ან გასამართლებას ეხებოდა ისრაელის თანხმობის გარეშე".

ამასთან, მარკო რუბიო წერს, რომ დასანქცირებულმა მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 15 დეკემბერს ისრაელის აპელაციოა უარყო, კერძოდ, 15 დეკემბერს - ICC-ის სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ისრაელის საჩივარი, რომელიც ამბობდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიება უკანონო იყო.

აშშ, რომელიც ისრაელის მოკავშირეა და მხარს უჭერს მის გენოციდურ ომს ღაზაში, მათ შორის, ქვეყნისთვის მილიარდობით დოლარის სამედრო და ეკონომიკური დახმარების მიწოდებით, აცხადებს, რომ ICC აგრძელებს "პოლიტიზებულ ქმედებებს, რომელიც მიზანში იღებს ისრაელს", რაც აშშ-ის შეფასებით, "სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის".

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - სააპელაციო პალატის პრეზიდენტად 2024 წელს აირჩიეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics