20:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 19:25:33, 11747 ნახვა

პოლიტიკა
რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა და სერიოზულად დააზიანა.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავი ავარიის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მიწაზე დაჯდა. როგორც პრესრელიზში აღნიშნული, ავარიის დროს არც ეკიპაჟს და არც მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ.

"ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის მხრიდან რაიმე შეცდომის ან დაუდევრობის შედეგი არ ყოფილა". - დაამატა უწყებამ.

მანამდე, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავარიამ თვითმფრინავი იმდენად დააზიანა, რომ ფრენა შეუძლებელი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტი გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი მწარმოებლის მოსაზრებას და სიტუაციის ტექნიკურ შეფასებას ელოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics