02:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 12:22:37, 616 ნახვა

პოლიტიკა
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

„IPI მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ს წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics