03:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-16 14:36:37, 1278 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტი 2,9 მილიონ ლარად 25 უახლეს ავტომობილს იყიდის

პარლამენტი 2,9 მილიონ ლარად 25 ავტომობილს იყიდის - მანქანები არ უნდა იყოს შავი ფერის. საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია ანუ,  ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის. დოკუმენტის მიხედვით, ამ თანხაში შედის გეგმური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე. მანქანები არ უნდა იყოს შავი ფერის.

 „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული… ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით" | აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 დეკემბერს დასრულდება.

ივანიშვილის პარლამენტმა ავტოპარკი 2024 წელს განაახლა. მათ  6 712 230 ლარის ავტომობილი იყიდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics