14:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 11:17:21, 362 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულებას გააფორმებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი  სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ.

„მსგავსი დოკუმენტის არსებობა ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.  მითუმეტეს  მაშინ, როდესაც  ქართული მხარისგან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და რუსეთი გეგმავს სამხრეთ ოსეთის ანექსიას, მიერთებას ან შთანთქმას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანს,  სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია წარმოადგენს. თუმცა რუსეთის ურთიერთობა, როგორც სამხრეთ ოსეთთან ისე აფხაზეთთან ურთიერთ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და ურთიერთ პატივისცემაზეა დაფუძნებული“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics