15:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 15:43:42, 2069 ნახვა

საზოგადოება
დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

28 სექტემბერს, წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება.

ცოცვის ფესტივალზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება - 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე.

ფესტივალში მონაწილეობით, თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის - ცოცვის პოპულარიზაციას. მით უმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

გელოდებით - ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics