01:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 17:49:56, 1054 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, სასამართლომ საბრალდებო აქტი უკვე გამოაცხადა. მას სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროკურატურა სავჩენკოსთვის 23 წლიან პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ სავჩენკო უნდა იყოს საზოგადოებისგან იზოლირებული. ამასთანავე სასამართლომ მას რუსეთის ფედერაციის საჰაერო დარღვევისთვის ჯარიმა დაუწესა.

ვერდიქტის გამოცხადების დროს სავჩენკო უკრაინულ სიმღერას მღეროდა.

შეგახსენებთ, რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics