18:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 22:32:26, 480 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: დასავლეთმა უკრაინას იარაღი უნდა მისცეს

„უკრაინელებს პირველ რიგში წვრთნა და იარაღის მიცემა სჭირდებათ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. 
სააკაშვილის თქმით, როდესაც რუსეთი უკრაინაზე მორიგ შეტევას განახორციელებს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი თავის შეიარაღებულ ძალებს გამოიყვანს. 
თუმცა, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი უკრაინას გვერდით ეკონომიკურად უნდა დაუდგნენ.
 „ფორმალური პროცედურები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, მთავარი რაც ახლა უნდა გააკეთონ, უკრაინას იარაღი უნდა მისცენ. უკრაინელებს სჭირდებათ წვრთნა და იარაღის მიცემა, სჭირდებათ ასევე სანქციების გამძაფრება.  როდესაც რუსეთისგან შემდეგი დიდი შეტევა იქნება, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ აქ დასავლეთი თავის შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს, მაგრამ მათ აქვთ დიდი ეკონომიკური რესურსები. უკრაინას ამ მხრივ გვერდით უნდა დაუდგნენ. მათ აქვთ ძალიან კარგი შეიარაღება და სადაზვერვო რესურსები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics