12:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 11:37:12, 690 ნახვა

მსოფლიო
ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს დავავალე, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები გააძლიერონ

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალებს ირანში სტრატეგიულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება დაავალა.

„მშიშარა ირანელი დიქტატორი თავისი დაცული და გამაგრებული ბუნკერის სიღრმეში ზის და ისრაელში საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“.

„მე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ ირანში სტრატეგიული სამიზნე და თეირანში სამთავრობო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ, რათა ისრაელის წინაშე არსებული საფრთხე აღმოიფხვრას და აიათოლას რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics