00:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 20:55:00, 1273 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა

ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის Truth Social-ზე წერს.

„ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი და პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ. ამის გარეშე, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი მას მადლობას უნდა უხდიდნენ.

„ნაცვლად ამისა, ისინი კალიფორნიელ და ამერიკელ ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებოდით და რომ ეს „მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია“. ძალადობისა და ნგრევის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ერთი ნახვითაც კი ყველაფერს გაიგებთ, რაც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics