15:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 14:15:09, 736 ნახვა

სამართალი
თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ანი ქავთარაძეს 5000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამ სასამართლო პროცესზე დამსწრეების გაღიზიანება გამოიწვია.

აღნიშნულით სასამართლომ შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი, ორივე პირის მიმართ სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა. ადვოკატის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრი გამოხატვის გამო. ადვოკატის განმარტებით, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებას, თუმცა აღნიშნულ საქმეში უტყუარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არც თორნიკე სხციტარიძის და არც ანი ქავთარაძის მხრიდან.

შეგახსენებთ, თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძეს, ასევე ანი ქავთარაძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics