20:22 - 10 Apr, 2026
|
2025-05-15 19:11:31, 1406 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა
უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ყველა დისკუსიაში ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ არცერთ ტერიტორიას, როგორც რუსულს. ამას ხაზს ვუსვამ და ეს ჩემი ურყევი პოზიციაა. ეს უკრაინის მიწაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, რომლებიც ამჟამად მისი ნაწილობრივი კონტროლის ქვეშაა, ასევე ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც მოსკოვმა უკანონოდ მიიერთა 2014 წელს, რუსეთის ნაწილად იქნას აღიარებული. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარსულში მიანიშნა, რომ უკრაინამ შესაძლოა, ვერ შეძლოს ომამდელი ტერიტორიის სრულად დაბრუნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)