10:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 11:41:27, 748 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - აშშ-ის პრეზიდენტმა სრულიად ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სრულიად ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება. ის ღიაა პრაქტიკულად ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს. მას სურს ომების დასრულება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ამავდროულად მომავალში მოხდეს ომების დაწყების თავიდან აცილება.

„მას სურს, რომ ომები არ მოხდეს. ნატოს მიზანია თავისი სიძლიერის მეშვეობით ომების თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ის გაძლიერდეს, ყველა პარტნიორს შორის ხარჯების დონე, რომელიც ყველას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ძლიერი, ეს ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ ღია ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და დავეხმაროთ მხარეებს ყველანაირად კონფლიქტის დასასრულებლად“, - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გააჟღერა დონალდ ტრამპის სიტყვები და აღნიშნა, რომ ომი აუცილებლად მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, რათა ადამიანური მსხვერპლი შემცირდეს.

„ეს ომი დასრულდება არა სამხედრო გადაწყვეტით, არამედ დიპლომატიური გზით და რაც უფრო მალე იქნება მიღწეული შეთანხმება ამ ომის დასრულების შესახებ, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და მით ნაკლები ნგრევა იქნება. საბოლოო ჯამში, ეს არის პრეზიდენტის მიზანი. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ წინსვლის ნაბიჯების პოვნას, რაც უზრუნველყოფს ამ ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით და მომავალში ნებისმიერი ომის თავიდან აცილებას, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც არა მხოლოდ ამ ომის დასრულებას უზრუნველყოფს, არამედ მომავალში ახლის დაწყებასაც ხელს შეუშლის“, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics