15:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 10:37:35, 673 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

12 მაისს, აშშ-მ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ 3 ფიზიკურ და 1 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დასანქცირებული პირები ირანის ბირთვულ პროგრამასთან, კერძოდ ირანის თავდაცვის ინოვაციისა და კვლევის ორგანიზაციასთან არიან კავშირში, რომელიც სპარსული აკრონიმის SPND-ის სახელითაა ცნობილი. 

განცხადების მიხედვით აღნიშნული ორგანიზაცია ირანში 2004 წლამდე არსებულ ბირთვული შეიარაღების პროგრამის, ამადის პროექტის, აღმასრულებელი ორგანიზაციის მემკვიდრეა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ყველა სანქცირებული პირი ჩართულია საქმიანობაში, რომელიც ან არსებითად უწყობს ხელს, ან ქმნის არსებითი ხელშეწყობის რისკს, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას.

"ირანი აგრძელებს თავისი ბირთვული პროგრამის ფართომასშტაბიან გაფართოებას და ახორციელებს ორმაგი დანიშნულების კვლევით და განვითარების საქმიანობას, რომელიც ბირთვული იარაღისა და ბირთვული საიერიშო სისტემების შექმნისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და ამის მიუხედავად, 60 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანს აწარმოებს" - აცხადებს რუბიო

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის საქმიანობის დასაბრკოლებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმისგან თავს არ შეიკავებს და დღევანდელი ნაბიჯი ამის დადასტურებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics