11:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 15:34:48, 837 ნახვა

სამართალი
ვარშავის უნივერსიტეტში ქალი ნაჯახის გამოყენებით მოკლეს

პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში ქალი ნაჯახის გამოყენებით მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

უნივერსიტეტის განცხადებით, მოკლული ქალი მათი თანამშრომელი იყო და თავდასხმა უნივერსიტეტის მთავარი კამპუსის შენობაში მოხდა და სერიოზულად დაშავებულია მათი დაცვის წევრიც, რომელიც ქალის დასახმარებლად მივიდა.

პოლიციის ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 22-წლის პოლონელი კაცი, მკვლელობის მოტივი კი ამ დრომდე უცნობია. პროკურატურის თქმით, თავდამსხმელი სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

უნივერსიტეტმა მომხდარი ტრაგედიის ფონზე გლოვის დღე გამოაცხადა და დღეს ლექციები არ ჩატარდება.

პოლონური მედიის ცნობით, ქალი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა 53 წლის იყო, დაშავებული დაცვის თანამშრომელი კი 39 წლისაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics