|
2025-03-21 10:03:18, 394 ნახვა
საზოგადოება
21 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით +4, +9°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4 °.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)